×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

Neujahrsverkauf Bis zu 50% Rabatt
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - საიდუმლო - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

საიდუმლო.

დედა ღრუტუნამ პეპასთვის სპეციალური კოლოფი გააკეთა.

- პეპა, ეს ყუთი შენთვის გავაკეთე.

- გმადლობ დედა.

- ეს საიდუმლო ყუთია, შენი გასაიდუმლოებული ნივთებისთვის.

და რისი ჩალაგება შეიძლება შიგნით?

- თავად გადაწყვიტე, პეპა.

ეს შენი საიდუმლო ყუთია.

- ვიცი, რასაც ჩავდებ ყუთში.

- კარგი, ოღონდ მე ნუ მეტყვი.

- მე არ გეტყვი, არც შენ, არც ჯორჯს, არც მამას.

ეს საიდუმლოა.

ჯორჯ, ეს საიდუმლო ყუთია.

ის ცარიელია, ახლა მასში რაღაცას ჩავდებ.

აი, ნახავ.

ჯორჯს უნდა, რომ დაეხმაროს პეპას.

- არა, ჯორჯ, მხოლოდ მე უნდა ვიცოდე, რა დევს აქ.

შენ გარეთ დამელოდე, სანამ ავირჩევ.

პეპა არჩევს, რა ჩადოს საიდუმლო ყუთში.

- ახლა უკვე ჩემი ყუთი სავსეა.

ჯორჯ, შენთვის არ შეიძლება მისი გახსნა.

ჯორჯს სურს იცოდეს, რა დევს პეპას საიდუმლო ყუთში.

- თუ გინდა, გამოიცანი?

- დინოზავრი.

ჯორჯი ფიქრობს, რომ პეპამ დინოზავრი ჩადო ყუთში.

- ჯორჯ!

შენ სულ დინოზავრს გაიძახი.

დინოზავრი ვერ ჩაეტელდა ამ ყუთში.

ჯორჯი ვერ ხვდება, რა დევს პეპას საიდუმლო ყუთში.

მამა ღრუტუ მტვერს წმენდს ნახატიდან.

- მამა, ეს ჩემი საიდუმლო ყუთია, დედამ გააკეთა ჩემთვის.

- მაგარია, რა დევს ყუთში?

- ეს საიდუმლოა.

ჯორჯი ცდილობს და გამოიცნოს, მაგრამ ვერ შეძლო.

- შეიძლება მეც მცადო?

- დიახ.

- მანდ ჩემი სათვალეა?

- არა, შენი სათვალე გიკეთია.

- მართალია.

საწყალი მამიკო, კიდევ ერთხელ სცადე.

კარგი.

ყუთში დედას ბოტებია?

არა, შენ გამოცნობის ყველა მცდელობა გამოიყენე.

პეპას უყვარს საიდუმლო.

დედა! ვერავინ ვერ გამოიცნო, რა მაქვს ყუთში.

უი, რა უჭირავს ჯორჯს?

ჯორჯსაც ყუთი აქვს და მასში რაღაც საიდუმლოა, მხოლოდ ჯორჯმა იცის, რა არის ეს.

პეპას სურს იცოდეს, რა დევს ჯორჯის საიდუმლო ყუთში.

რა თქმა უნდა, დინოზავრი დევს.

არა.

ჯორჯის საიდუმლო ყუთში არ დევს დინოზავრი.

ეს ძალიან რთულია.

ვერ გამოვიცნობ.

პეპას აღარ უყვარს საიდუმლო.

იქნებ აჩვენო ჯორჯს, რამე შენი ყუთიდან, ის კი თავისას გაჩვენებს.

კარგი, ოღონდ ერთდროულად.

კარგი აზრია.

სამ თვლაზე ორივე გახსნით ყუთებს.

აბა მზად ხართ?

- დიახ.

- ერთი, ორი, სამი.

ჯორჯმა დოლი ამოიღო, პეპამ კი საყვირი.

შესანიშნავია.

კიდევ გაქვთ რამე საიდუმლო?

ჯორჯს ყუთში ფუნთუშა აქვს.

პეპას კი მეტი არაფერი.

მე მეტი არაფერი მაქვს.

სამაგიეროდ მე მაქვს, დაიტაცეთ.

ჯორჯს, პეპას, დედა ღრუტუნას და მამა ღრუტუს, ყველას უყვარს ფუნთუშები.

მე არ მაქვს სპეციალური ყუთი, მაგრამ ვიცი სად დავმალავ ჩემს ფუნთუშას.

გამოიცანით სად?

მაცივარში დამალავ?

არა, ვერ გამოიცანი, მუცელში.

გემრიელია.

მე კი ჩემს მუცელში დავმალავ ფუნთუშას.

მეც.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE