— მე ვარ გოჭი პეპა.
ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.
ეს დედა ღრუტუა.
ეს კი მამა ღრუტუ.
გოჭი პეპა.
მუსიკალური ინსტრუმენტები.
დედა ღრუტუნა და მამა ღრუტუ ალაგებენ.
- მე და დედამ საკუჭნაოში ვიპოვეთ ეს ყუთი.
იცით რა არის შიგნით?
- არა.
- მუსიკალური ინსტრუმენტები.
- უი!
- ძველია, მტვრიანი.
- ეს ვიოლინოა, ბავშვობაში ვუკრავდი მასზე.
- დედა, შეგიძლია დაუკრა ჩვენთვის?
- ჰო მაგრამ დიდი ხანია არ დამიკრავს.
- გთხოვ დაუკარი, გთხოვ.
- ვიმედოვნებ არ დამიწყებია.
- ბრავო, ყოჩაღ!
- დედა შეიძლება მე დავუკრა?
- აი ასე უნდა დაიჭირო.
- ხო დედა.
საშინელებაა. ვიოლინო ასე არ უნდა ჟღერდეს.
ჯორჯ, გინდა მოსინჯო?
- აი ასე უნდა დაიჭირო ჯორჯ.
- ესეც ყალბი ბგერაა.
- ვიოლინოზე დაკვრა ძალიან ძნელია.
- პეპა, იქნებ დოლზე დაკვრას სცადო?
- გმადლობ მამა.
- კარგია.
პეპას მოსწონს დოლზე დაკვრა.
- რა კარგია.
- ჰო კარგად ჟღერს.
- ეს კი მამა ღრუტუს აკორდეონია.
- ვუკრავდი მასზე ახალგაზრდობაში.
- ოო მამა ღრუტუ, მე მახსოვს ეს სიმღერა.
ჯორჯსაც უნდა დაუკრას აკორდეონზე.
- დარწმუნებული ხარ ჯორჯ?აკორდეონი რთული ინსტრუმენტია.
- ჯორჯ, აკორდეონზე დაკვრა ისევე ძნელია როგორც დოლზე.
ძალიან ძნელია.
- კარგი ჯორჯ.
ჯორჯი პატარაა აკორდეონისთვის.
- მამა, ყუთში არის კიდევ ინსტრუმენტი?
- მარტო საყვირი.
- შეიძლება?
- მთელი ძალით უნდა ჩაბერო.
ეს ყალბი ბგერაა.
- შეუძლებელია.
- ადრე გამომდიოდა.
არა, ეს ნამდვილად ყალბი ბგერაა.
- ამისთვის საჭიროა ვინმე დიდი და ძლიერი, ისეთი როგორიც მე ვარ.
ეს ბგერაც ყალბია.
- პეპა მართალია, შეუძლებელია დაკვრა.
- არაუშავს მამა ღრუტუ, შენ გაქვს აკორდეონი. შენ შესანიშნავად უკრავ.
- დიახ, მეც ვიცი, რომ ურიგოდ არ ვუკრავ.
- მე დავუკრავ ვიოლინოზე.
- მე კი დოლზე.
- დედა ღრუტუნა უკრავს ვიოლინოზე, მამა ღრუტუ აკორდეონზე, პეპა დოლზე. რაზე უკრავს ჯორჯი?
ჯორჯი უკრავს საყვირზე.
- დედამ ვერ დაუკრა, მამამ ვერ დაუკრა, მეც ვერ დავუკარი, ჯორჯმა კი შეძლო.