×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

Kostenlose Registrierung
image

Peppa Pig, გოჭი პეპა - ლაშქრობა - YouTube

მე ვარ გოჭი პეპა.

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია.

ეს დედა ღრუტუა.

ეს კი მამა ღრუტუ.

გოჭი პეპა.

ლაშქრობა.

პეპა და მისი ოჯახი ლაშქრობისთვის ემზადებიან.

- მე მიყვარს ლაშქრობაზე სიარული.

აი მოვედით.

- ვაშა!

პეპა, ჯორჯი, ამ კარავთან ერთად.

მე ბავშვობაში დავდიოდი ლაშქრობაზე - მამა!

ამისგან როგორ გააკეთებ კარავს?

- ნუ ნერვიულობ პეპა.

მე ვიცი კარავის აწყობა.

დედა ღრუტუ, გადააფინე ტენტი ბოძებზე.

ესეც ასე.

ძალიანაც ადვილია.

- ეს რკინები რისთვისაა?

- მართალია, ეს სულ დამავიწყდა.

ეს რკინები კარავს სიმყარეს შესძენს.

- ესეც ასე.

- ეს პატარა კარავია.

ბავშვობაში მახსოვს, რომ კარგად ვეტეოდი, ახლა რაღაც დაპატარავებულა.

საქმე იმაშია, რომ პატარაობის შემდეგ მამა ღრუტუ შენ ცოტა არ იყოს გაიზარდე.

ყველაზე მეტად კი შენი ღიპი გაიზარდა.

ღიპს რაც შეეხება, მგონი დროა ვახშამი მოვამზადოთ.

დიახ.

ჯერ შევაგროვოთ შეშა კოცონისთვის.

პეპა და ჯორჯი ეხმარებიან მამა ღრუტუს ფიჩხების მოგროვებაში კოცონისთვის.

ჯორჯ, მე შევაგროვებ, შენ კი წაიღე.

ფიჩხების მოგროვება ძალიან სახალისოა.

მგონი ეს საკმარისია.

მშვენიერი კოცონია.

ახლავე შევუკეთებ.

- აიღე ასანთი.

- ასანთის საჭირო არაა.

- მამა, როგორ უნდა შევუკეთოთ ასანთის გარეშე?

- მე ცეცხლს ძველი მეთოდით დავანთებ, ამისთვის ორი ჯოხია საჭირო.

მამა ღრუტუ ორ ჯოხს ერთმანეთზე უხახუნებს, რათაც ცეცხლი გააჩინოს.

- სად არის ცეცხლი მამა?

- კიდევ ცოტაც და...

- ვაშა!

- ესეც ასე.

რა მხიარულია.

ახლა გავაცხელოთ პომიდვრის წვნიანი.

გესმით ბუნების ხმა?

ეს რა ხმებია?

ეს ჭრიჭინაა.

და ეს?

ეს ბუა, შეხედე, ხედავთ მას.

ეს რაღაა?

ეს მე არ ვიცი.

ეს მამას მუცელია.

მუცლის ბუყბუყი, ბუნების საუკეთესო ხმაა.

ეს ნიშნავს, რომ ჭამის დროა.

- მე მიყვარს პომიდვრის წვნიანი.

- მეც მიყვარს.

- აი კიდევ ერთი მამას და ბუნების ხმა.

- რა?

- წამოდით ბავშვებო, ძილის დროა.

- ყველა ვერ დავეტებით, ის ძალიან პატარაა.

- ნუ ნერვიულობ, შევძვერი.

უფრო ღრმად დედა ღრუტუ.

- მამა, შენ ძალიან დიდი ხარ.

არაფერი, მე შემიძლია გარეთაც დავიძინო.

ტკბილი ძილი, მამა ღრუტუ.

კარგად, მამა, ძილი ნებისა.

ძილი ნებისა.

დედა ღრუტუს, პეპას და ჯორჯს კარავში სძინავთ.

მამა ღრუტუ კი ღიაცის ქვეშ წევს და სძინავს.

მე მიყვარს ლაშქრობებზე სიარული, სუფთა ჰაერზე ძილი ვარსკვლავების ქვეშ.

იქნებ ეს არც ისე კარგი იდეა იყო.

უკვე დილაა.

- მამა, კარავში ისეთი კარგი იყო.

უი, სად არის მამა?

მამა ღრუტუ გაქრა.

- საწყალი მამა ღრუტუ, ალბათ გაიყინა.

სად შეიძლება რომ იყოს?

ეს რა ხმებია?

- ხვრინვას ჰგავს.

ეს მამა ღრუტუ ხვრინავს.

- ყველაფერი წესრიგშია?

- რა თქმა უნდა, მე მიჩვეული ვარ ლაშქრობებზე სიაროლს.

მე მანქანაში მეძინა.

საყვარელი მამიკო.

როგორ მიყვარს ლაშქრობებზე სიარული.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE