×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

Peppa Pig, გოჭი პეპა - ქლოიას თოჯინების თეატრი - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა - ქლოიას თოჯინების თეატრი - YouTube

Anfänger 1 Georgisch lesson to practice reading

Beginne jetzt mit dieser Lektion

გოჭი პეპა - ქლოიას თოჯინების თეატრი - YouTube

ქლოიას თოჯინების თეატრი

პეპა და მისი ოჯახი სტუმრად მიემგზავრებიან, ბიძია ღრუტუსთან, დეიდა ღრუტუნასთან და ქლოიასთან. - ალბათ ბიძია ღრუტო, როგორც ყოველთვის, სადილის შემდეგ დაიძინებს. - მამა ღრუტუ, არ შეიძლება ილაპარაკო საკუთარ ძმაზე, მით უფრო ბავშვების თანდასწრებით. - მაგრამ ეს ხომ მართალია, ბიძია ღრუტუ ძალიან ბევრს ჭამს, შემდეგ იძინებს და ხმამაღლა ხვრინავს, აი ასე. პეპა, ჯორჯ! დაივიწყეთ, რაც ვთქვი ბიძია ღრუტუზე. - კარგი მამა. პეპა და მისი ოჯახი ბიძია ღრუტუსთან და დეიდა ღრუტუნასთან ჩამოვიდნენ. - გამარჯობა, დეიდა ღრუტუნა და ბიძია ღრუტუ. გამარჯობა. გამარჯობა, დეიდა ღრუტუნა. გამარჯობა, ბიძია ღრუტუ. ბიძია ღრუტუ არის მამა ღრუტუს ძმა. გოჭუნა ქლოია კი პეპას და ჯორჯის ბიძაშვილი. - გამარჯობა, ქლოია. - გამარჯობა, პეპა, გამარჯობა, ჯორჯ. გინდათ რაღაცას გაჩვენებთ? — დაგველოდე! - ეს არის ჩემი თოჯინების თეატრი, მამამ გააკეთა. - აუ, რა კარგია! - მე უკვე მყავს ორი თოჯინა, ამას ქლოია ჰქვია. გამარჯობა, მე გოჭი ქლოია ვარ. აი ეს კი ჩემი მამა. - ბიძია ღრუტუ. - გამარჯობა პეპა, მე ვარ შენი ბიძია ღრუტუ. - ქლოია, შეიძლება მე და ჯორჯმაც გავაკეთოთ თოჯინები? - შეიძლება. ქლოია თოჯინებს თვალებს უხატავს. - მე დაუხატავ პირს. - კარგი. - მე მქვია პეპა. ჯორჯ, შენ როგორი თოჯინა გინდა გააკეთო? დინოზავრი. დინოზავრი? ჯორჯი ყველაზე და ყველაფერზე დინოზავრს ამბობს. კარგი, უცნაური თოჯინა დინოზავრი. ქლოია ჯორჯისთვის თოჯინა დინოზავრს აკეთებს. მას სჭირდება ბასრი კბილები, აი შენი საშიში დინოზავრი. მოდით ვისადილოთ. მოვდივართ. სადილის შემდეგ ვითამაშეთ თოჯინების თეატრით. დეიდა ღრუტუნამ სადილად სპაგეტი მოამზადა. - უგემრიელესი სპაგეტია. - მსოფლიოში საუკეთესო სპაგეტია. - როგორ გეტყობთ, რომ ძმები ხართ? - ერთნაირები არიან. - რატომ? - ჩვენ საერთოდ გავერთიანდეთ ერთმანეთს. - პეპა, ჯორჯი და მე გიჩვენებთ წარმოდგენას. - რა კარგია, ჩვენი მოწვევა არ დაგავიწყდეთ. - დროებით. თოჯინების თეატრი კარგად ჟღერს, მანამდე მოვასწრებ სპაგეტის მირთმევას. მეც მინდა სპაგეტის დამატება. წარმოდგენა სადაცაა დაიწყება. გამარჯობა, მე მქვია ქლოია. მე კი პეპა ვარ. ვაი, ეს დინოზავრია. მრისხანე დინოზავრი. რა მაგარია! ყოჩაღ! მე ვარ ბიძია ღრუტუ. გამარჯობა, ბიძია ღრუტუ. გამარჯობა, პეპა. ძალიან ჰგავს. ვფიქრობ, თოჯინას დიდი მუცელი აქვს. მე მომეწონა სადილი. ბიძია ღრუტუ, ახლა შენ დაიძინებ და როგორც ყოველთვის, ხვრინვას დაიწყებ. რაზე ლაპარაკობ? მამა ამბობს, რომ შენ ყოველთვის ხმამაღლა ხვრინავ. აი ასე. კი, კი, შენი მამა მართალია, მე ყოველთვის ასე ვხრინავ. ხომ გითხარი, ბავშვების თან დასწრებით, ასე არ უნდა გელაპარაკა ბიძია ღრუტუზე. ვფიქრობ, რომ მამა ღრუტუს და ბიძია ღრუტუს არ ესმით. ბიძია ღრუტუს და მამა ღრუტუს ჩაძინებიათ. როგორ ეტყობათ, რომ ძმები არიან? რა ხდება? ნუთუ სპექტაკლი უკვე დაიწყო.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE