×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

Peppa Pig, გოჭი პეპა ჩემი - ბიძაშვილი ქლოია - YouTube – Text to read

Peppa Pig, გოჭი პეპა ჩემი - ბიძაშვილი ქლოია - YouTube

Anfänger 1 Georgisch lesson to practice reading

Beginne jetzt mit dieser Lektion

ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. გოჭი პეპა. ჩემი ბიძაშვილი ქლოია. პეპა და ჯორჯი ბაღში თამაშობენ. - ჯორჯ, ისროლე. შენ ძალიან ძლიერად ისვრი, ეს კი მას ნიშნავს, რომ მოგიგე. ახლა კი მე. ისევ მოგიგე. პეპა, ჯორჯ, თქვენი ბიძაშვილი ქლოა ჩამოდის. ვაშა! დაიკო ქლოია. ჯორჯ, ქლოია უკვე დიდია, როგორც მე, ამიტომ არ გეწყინოს, თუ ის არ მოინდომებს შენთან თამაშს. დარწმუნებული ვარ, ქლოია ორივესთან ითამაშებს. ეს ქლოია. დეიდა ღრუტუნამ პეპასთან ქლოია ჩამოიყვანა სტუმრად. ქლოია არის პეპას და ჯორჯის ბიძაშვილი, ქლოია ცოტათი უფროსია, პეპაზე და ჯორჯზე. გამარჯობა ქლოა. გამარჯობა პეპა, გამარჯობა ჯორჯ. ჩვენ წავედით. გინდათ ვითამაშოთ? კი, კი ვითამაშოთ. პეპას უყვარს დაჭერობანას თამაში. თქვენ ითამაშეთ დაჭერობანა, ეს თამაში პატარებისთვისაა. შენ თამაშობ დაჭერობანას ჯორჯის გამო. კარგი, ვითამაშოთ ჯორჯის გამო. თქვენ თამაშობთ დიდებივით თუ ბავშვებივით? დიდებივით. მე ვიწყებ. შენ უნდა დამეწიო. პეპა უნდა დაეწიოს ქლოიას და ჯორჯს. - ვერ დამიჭერ. - ჯორჯ, მე ადვილად დაგეწევი, რადგან შენ პატარა ხარ. არ ითვლება, შენ დაეხმარე ჯორჯს. - იმიტომ, რომ ის პატარაა. გინდა შენც დაგეხმარები? - არა, მე დახმარება არ მჭირდება, მე შენსავით დიდი ვარ. - მოდი, პეპა, დაგვეწიე. დაგვიჭერ, ვერ დაგვიჭერ. ეს სულელური თამაშია, მოდი სხვა რამე ვითამაშოთ. კარგი, მე ვიცი თამაში დიდი ბავშვებისთვის, ჰქვია ცბიერი მელა. მელა, მე მინდა ვითამაშო, მაგრამ როგორ? ერთ-ერთი ჩვენგანი არის ცბიერი მელა. ხოლო დანარჩენები უნდა მიეპარონ მას. მე ვარ მელა. პეპა არის ცბიერი მელა. როდესაც ის ზურგი დგება, სხვები მიეპარებიან მას. როდესაც პეპა შემოტრიალდება, დანარჩენები უნდა გაშეშდნენ. ჯორჯ, შენ იმოძრავე, ამიტომ გააბრუნდი და თავიდან დაიწყე. დაგიჭირე, მე მოვიგე. მე არ ვიყავი მზად. მე შემიძლია ვიმოძრავო, როცა მინდა, ხო მართალია ჯორჯ? ახლა ქლოიაა ცბიერი მელა. პეპა და ჯორჯი გაუნძრულად უნდა იდგნენ. პეპა, შენ გამოძრავდი, ამიტომ თავიდან იწყებ. არა, არ ხარ მართალი, შენ დიდხანს იყურებოდი. მე რამდენი ხანიც მინდა იმდენ ხანს ვიყურები. დაიწყე თავიდან. ჯორჯმა გაიმარჯვა. - იქნებ სხვა რამე ვითამაშოთ? - კარგი, მაშინ ვითამაშოთ თამაში დიდებისთვის. - მე ვიცი, ეს ჩემი საყვარელი თამაშია, ის დიდებისთვისაა. - ჯორჯ, შენ იცი პეპას საყვარელი თამაში? პეპას საყვარელი თამაში არის გუბეებში ხტუნვა. - ჯორჯ, იმისთვის, რომ გუბეებში იხტუნო, უნდა ჩაიცვა ბოტები. შენთვისაც მოვიტანე ქლოია. - მე დიდი ვარ იმისთვისაც, რომ გუბეებში ვიხტუნაო. - მეც დიდი ვარ. ჯორჯს უყვარს გუბეებში ხტუნაობა. პეპასაც სურს იხტუნაოს, მაგრამ უნდა, რომ დიდივით გამოიყურებოდეს. - გავიგონე, აქ გუბეებში ხტუნაობენ. დედა ღრუტუნას და მამა ღრუტუს უყვართ გუბეებში ხტუნაობა. - მგონებ მხიარულობენ. - ხო, მხიარულობენ. - იქნებ დიდი გოგონებიც ხტუნაობენ გუბეებში? - კი, შეუძლიათ მათაც. - მე თქვენთან მოვდივარ. - მეც. ყველას უყვარს გუბეებში ხტუნაობა. დიდი გოგოებსაც კი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE