გოჭი პეპა - ბაყაყები, ჭიები და პეპლები - YouTube
მე ვარ გოჭი პეპა. ეს ჩემი უმცროსი ძმა ჯორჯია. ეს დედა ღრუტუა. ეს კი მამა ღრუტუ. გოჭი პეპა.
ბაყაყები, ჭიები და პეპლები.
პეპა და ჯორჯი ეხმარებიან ბაბუ ღრუტუს ბაღში. რა ლამაზი პეპელაა. - ბაბუა, რატომ უყვართ პეპლებს ყვავილები? - იმიტომ რომ, შენი ყვავილებით იკვებებიან. როგორ? მათ გრძელი ენა აქვთ. ჩემზე გრძელი? დიახ, პეპლის ენა უფრო გრძელია. მისი მეშვეობით ყვავილის წვენს სვამს. პეპა, პეპელას ყვავილი გონი ხარ. - მე ყვავილი არ ვარ, მე გოჭი ვარ პეპა. როგორი საყვარელია. მეც მინდა პეპელა გავხდე. პეპა თამაშობს როგორც პეპელა. მეც პეპელა ვარ! ჯორჯსაც უნდა თამაში. - ჯორჯ, ეს მე ვარ პეპელა, შენ ვინმე სხვა იყავი? იცი რა? შენ იქნებით ჭიაყელა. ნახეთ? მე პეპელა ვარ! ჯორჯი ტირის. მას არ უნდა ჭიაყელად ყოფნა, მას პეპლად ყოფნა სურს. - ჯორჯ, როცა მე გოჭუნა ვიყავი, ძალიან მომწონდა ჭიაყელასავით თამაში. ეს ძალიან მარტივი იყო, შენც გასწავლი. ჯერ მიწაზე უნდა დააწვე და მერე იხოხო წინ. აი ესე ჯორჯ, მიყურე? მე ჭიაყელა ვარ. ჯორჯ და ბაბუას ძალიან მოსწონთ ჭიაყელასავით თამაში. - მე დიდი პეპელა ვარ, მე დიდი პეპელა ვარ. - ნახეთ, მე პეპელა ვარ. - შენ შესანიშნავი პეპელა ხარ. - ბაბუა, ჯორჯ, რას აკეთებთ? - ჩვენ ორი ჭიაყელა ვართ. - მეც მინდა ჭიაყელა ვიყო, გრძელი ჭიაყელა. მე გრძელი ჭიაყელა ვარ. გრძელი ჭიაყელა, გრძელი ჭიაყელა. თქვენთან მოხოხავს სტუმრად გრძელი ჭიაყელა. მაგარია, ახლა ვინ გინდათ იყოთ? მე არ ვიცი. ბაბუა, ეს ბაყაყია. იქნებ ბაყაყობანა ვითამაშოთ? პეპლები ბაყაყებზე ლამაზები არიან, ჭიები კი უფრო სასაცილოები. სამაგიეროდ მათ თამაში უყვართ. ისინი რა თოჯინებით თამაშობენ? პატარა სულელო, რა გიყვარს ყველაზე მეტად? მე მიყვარს გუბეებში ხტუნაობა. დიახ, ბაყაყებსაც უყვართ გუბეებში ხტომა. მოდი ჯორჯ, ბაყაყობანა ვითამაშოთ. ორი ცალი ბაყაყი ვართ, ორი ცალი ბაყაყი ვართ. ბაყაყმა შესანიშნავი გუბე იპოვა. პეპას და ჯორჯს ძალიან უყვართ გუბეებში ხტომა. ყველას უყვარს გუბეებში ხტომა. პეპლები და ჭიები ძალიან მაგრები არიან. მაგრამ ბაყაყები ყველას ჯობია.