საუკეთესო ყავა
ერთი წუთით, ერთი წუთით!
ეს… უკაცრავად… იცით, ეს ძალიან კარგი ყავაა!
უამრავი ყავა დამილევია, მაგრამ ეს საუკეთესოა.
ორი შემწვარი კვერცხი. დიახ, ვიცი, რომ ეს სისხლძარღვებისთვის არ არის სასარგებლო, მაგრამ ძველ ჩვევებს ვერაფერს ვუხერხებ, ამიტომ ომლეტი მინდა ბეკონით, კარგად შეწვით, ბეკონი ხრაშუნა იყოს.
კიდევ გრეიფრუტის წვენი მინდა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახლად გამოწურულია.
გრეიფრუტის წვენი… ახლად გამოწურული…