×

Wir verwenden Cookies, um LingQ zu verbessern. Mit dem Besuch der Seite erklärst du dich einverstanden mit unseren Cookie-Richtlinien.

image

LingQ Mini Stories, 34- ტატო სადილზე მიდიოდა მეგობრებთან ერთად

ტატო მეგობრებთან ერთად სადილზე მიდიოდა.

მათ უნდა გადაეწყვიტათ რესტორანი.

ტატოს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა იტალიური კერძები.

მაგრამ მის მეგობრებს ყოველთვის უფრო მოსწონდათ ტაილანდური, ვიდრე იტალიური.

ტატომ პირველად გადაწყვიტა მიერთვა ტაილანდური საკვები.

ტატო და მისი მეგობრები რესტორანში მივიდნენ.

ტატოს მეგობრებს ცხარე საკვები უფრო მოსწონთ, ვიდრე ტატოს.

ასე რომ, მათ შეუკვეთეს ცხარე ტაილანდური საკვები.

ტატომ სალათი შეუკვეთა.

ის ნაკლებად ცხარე იყო, ვიდრე მისი მეგობრების საჭმელი.

თქვენს წინაშეა იგივე ამბავი, მოთხრობილი სხვაგვარად

ამ ბოლო დროს მეგობრებთან ერთად სადილზე ხშირად დავდივარ.

რესტორნებს ერთად ვარჩევთ.

ყოველთვის განსაკუთრებით მომწონდა იტალიური კერძები.

მაგრამ ჩემს მეგობრებს ყოველთვის უფრო მოსწონდათ ტაილანდური, ვიდრე იტალიური.

ცოტა ხნის წინ გადავწყვიტე პირველად დამეგემოვნებინა ტაილანდური საკვები.

მე და ჩემი მეგობრები რესტორანში მივედით.

ჩემს მეგობრებს უფრო მოსწონთ ცხარე საკვები, ვიდრე მე.

მათ შეუკვეთეს ცხარე ტაილანდური საკვები.

მე სალათი შევუკვეთე.

ის ნაკლებად ცხარე იყო ვიდრე ჩემი მეგობრების საჭმელი.

კითხვები

პირველი: ტატო მეგობრებთან ერთად სადილზე მიდიოდა.

რას აკეთებდა ტატო მეგობრებთან ერთად? მეგობრებთან ერთად სადილზე მიდიოდა.

მეორე: მათ უნდა აერჩიათ რესტორანი.

რა უნდა აერჩიათ? მათ უნდა აერჩიათ რომელ რესტორანში წასულიყვნენ.

მესამე: ტატოს ყოველთვის ყველაზე მეტად მოსწონდა იტალიური კერძები.

როგორი საკვები უყვარდა ტატოს ყოველთვის განსაკუთრებით? ტატოს ყოველთვის განსაკუთრებით მოსწონდა იტალიური კერძები.

მეოთხე: მის მეგობრებს ყოველთვის უფრო მოსწონდათ ტაილანდური, ვიდრე იტალიური.

როგორი საჭმელი უყვარდათ მის მეგობრებს ყოველთვის? მის მეგობრებს ყოველთვის მოსწონდათ ტაილანდური კერძები.

მეხუთე: ტატომ გადაწყვიტა ტაილანდური საკვები დაეგემოვნებინა.

რა გადაწყვიტა ტატომ? ტატომ გადაწყვიტა ტაილანდური საკვები დაეგემოვნებინა.

მეექვსე: ტატოს მეგობრებს ცხარე საკვები უფრო მოსწონთ, ვიდრე ტატოს.

ვის უფრო უყვარს ცხარე საკვები, ტატოს თუ ტატოს მეგობრებს? ტატოს მეგობრებს ცხარე საკვები უფრო მოსწონთ, ვიდრე ტატოს.

მეშვიდე: ტატოს მეგობრებმა შეუკვეთეს ცხარე ტაილანდური საჭმელი.

რას უკვეთავენ ტატოს მეგობრები? ისინი უკვეთავენ ცხარე ტაილანდურ კერძებს.

მერვე: ტატომ სალათი შეუკვეთა.

რა შეუკვეთა ტატომ რესტორანში? სალათი შეუკვეთა.

მეცხრე: ტატოს სალათი ნაკლებად ცხარეა, ვიდრე მისი მეგობრების საჭმელი.

რომელია ნაკლებად ცხარე, ტატოს სალათი თუ მისი მეგობრების საჭმელი? ტატოს სალათი ნაკლებად ცხარეა, ვიდრე მისი მეგობრების საჭმელი.

Learn languages from TV shows, movies, news, articles and more! Try LingQ for FREE